workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
L’Equipe-ს წლის სიმბოლურ გუნდში “ბარსელონას” 7 ფეხბურთელი მოხვდა

L’Equipe-ს წლის სიმბოლურ გუნდში “ბარსელონას” 7 ფეხბურთელი მოხვდა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელების გარდა, სიმბოლური გუნდიც დაასახელა, რომელშიც “ბარსელონას” 7 ფეხბურთელი მოხვდა.

L’Equipe-ს ჟურნალისტების მიერ შერჩეული წლის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), ტიაგუ სილვა (პსჟ), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

იმავე გამოცემამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და შედეგად შემდეგი სიმბოლური გუნდი მივიღეთ: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), ტიაგუ სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (“რეალი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), მარკო ვერატი (პსჟ), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ლუის სუარესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward