workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ოქროს ბურთს ჩავი და ინიესტა იმსახურებენ”

მესი: “ოქროს ბურთს ჩავი და ინიესტა იმსახურებენ”

არგენტინელმა ვარკვლავმა, ლიონელ მესიმ შარშან ყველაფერი მოიგო, გახდა საუკეთესო “fifa”-ს ვერსიით, ასევე აიღო “France Football”-ის ჯილდო. ორივე ეს ტიტული წელს ჯერ კიდევ გაუცემელია და ლეო კვლავ კანდიდატთა შორისაა. მესიმ “FIFA.com”-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. არგენტინელმა რამდენიმე საინტერესო მოვლენაზე ისაურბა, მათ შორის იყო 2010 წლის მუნდიალი და მომავალი ამხანაგური მატჩი, რომელშიც სამხრეთ ამერიკელები ისტორიულ მეტოქეებს, ბრაზილიელებს დაუპირისპირდებიან.

ლეო, შენ ხშირად საუბრობ მოტივაციაზე, რომელიც ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილით არის გამოწვეული. სინამდვილეში კი შენ უკვე მოსაგები არც არაფერი დაგრჩენია…

მართალია, მე უკვე ყველა მიზანს მივაღწიე, რაც კი დამისახავს, მაგრამ დამრჩა კიდევ ერთი და ისიც უდიდესი, მსოფლიო ჩემპიონატი. მე მართლაც ძალიან მაღელვებს ის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გერმანელების წინააღმდეგ ვაჩვენეთ. ეს მართლაც ძალიან მძიმე და მტკივნეული წაფორთხიალება იყო, რადგან მთელ კოლექტივს უფრო გრანდიოზული მიზნები გვამოძრავებდა. მე არგენტინისგან უფრო მეტს ველოდი, ამიტომ ძალიანაც მრცხვენია.

შენმა თანაგუნდელებმა, ჩავიმ და ინიესტამ აღნიშნეს, რომ არგენტინის გამოვარდნით მათ მძიმე ტვირთი მოეხსნათ. ისინი გრძნობდნენ, რომ არგენტინელები უფრო საშიშ მეტოქეებს წარმოადგენდით.

ესეც მართალია. მუნდიალზე საუკეთესოებად არ ჩავსულვართ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებდით და საუკეთესო ფორმასთანაც ახლოს ვიყავით. თამაშის მაღალი ხარისხის წყალობით, საზოგადოების პატივისცემა დავიმსახურეთ. ისინი(ჩავი და ინიესტა) ფიქრობენ, რომ ჩვენი სახით უმძიმესი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევდათ თამაში, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში იქნებოდნენ ისინი. ეს ჩვენ ბუენოს აირესში დავატკიცეთ, როდესაც ესპანელები დავამარცხეთ.

არიან თუ არა შენი ესპანელი თანაგუნდელები ფავორიტები ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?

ვიცი, რომ მუნდიალის მოვლენები გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. თუ მე ვერ შევძლებ ამ ჯილდოს აღებას, ვიმედოვნებ, რომ ამას ჩემი ესპანელი თანაგუნდელები მოახერხებენ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩავი და ინიესტა არიან ფავორიტები და სიმართლე გითხრათ, ისინი მართლაც საუკეთესოები არიან ამ დროისთვის.

შენი აზრით, ვის გადასცემენ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს?

მე კვლავ ჩემი გუნდით შემოვიფარგლები. მე ხმას პეპ გავრდიოლას მივცემდი, არა მარტო მოგებული ტიტულების გამა, არამედ მისი ხელმძღვანელობისა და საფეხბურთო ფილოსოფიის გამოც. ასევე იმის გამო რომ მისი მოსვლის შემდეგ, სიტყვამ “ბარსა” სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. ასევე არ მავიწყდება ჟოზე მოურინიო, რომელმაც “ინტერთან” ერთად გრანდიოზული ტრიპლეტი შეასრულა, ხოლო ახლა მადრიდის “რეალის” სახეს ცვლის უკეთესობისკენ. მიუხედვად ამისა, კვლავ არ უნდა დავივიწყოთ წლევანდელი მუნდიალი, სადაც დელ ბოსკე და იოჰამ ლოვი ბრწყინავდნენ. არ ვიცი, რამდენიმე ღირსეული კანდიდატურა არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ოთხს შორის გაკეთდება არჩევანი.

ადრე თქვი, რომ ზოგზოგიერთები შენი სახელის წყალობით არგენტინის ნაკრებში ნაპრალებს აჩენდნენ. დღესაც ასე ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, ზოგიერთს სურს, რომ ყველაფერი მე გადმომაბრალონ. მე მზად ვარ ნებისმიერ საკითხში ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო, მიუხედავად იმისა მქონდა თუ არა შეხება ამ საკითხთან. ამიტომაა, რომ მე მხოლოდ ჩემს საქმეზე, ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული და სულ ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო, რადგან ხალხი ნებისმიერი სიტყვისგან ჭორებს აგორებს. ამიტომაა, რომ ხშირად ჩემი სიტყვები არ მეცნობა, რაც ძალიან მაღიზიანებს. ვიმეორებ, მე არგენტინისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, მე არასდროს არ ვცდილობს ვინმესთვის პრობლემების შექმნას.

დიეგო მარადონასთან ბოლო დროს ხომ არ გისაუბრიათ?

კი, ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ. მე მის მწვრთნელობისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ თავს სერხიო ბაპტისტასთან ერთად. მე ზუსტად ისევე ვეკიდები საკითხებს, როგორც ჩემი სხვა თანაგუნდელები, მე უბრალოდ ფეხბურთელი ვარ. საკითხები, რომლებსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია არჩევს, მე არ მეხება. გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ.

ფეხბურთის გარეთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და მარადონას?

ძალიან კარგი. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ მანამდეც კარგი და მომავალში უკეთესო ურთიერთობა გვექნება. ხალხმა რამე უნდა თქვას, სხვანაირად სალაპარაკო თემა და არეულობა აღარ იქნება. მუნდიალის განმავლობაში მე და დიეგოს საუკეთესო მეგობრობა გვაკავშირებდა.

შეგიძლიათ თქვათ, რომ არგენტინის თაობა სტაბილურია?

რა თქმა უნდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებიც ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩვენ ოლიმპიური თამაშები მოვიგეთ და მწვრთნელიც კი იგივე გვყავს. იმ გუნდში ვიყავით რომერო, ზაბალეტა, გარაი, პარეხა, მონზონი, გაგო, მასკერანო, დი მარია, რიკელმე, აგუერა და მე. სათადარიგოზე კი ბანეგა, ლავეზი და სოსა ისხდნენ. ჩვენ მაშინ ფინალში გავიმარჯვეთ და ახლაც ნაკრების წევრებად ვითვლებით.

გჯერათ, რომ რიკელმე ოდესმე ნაკრებში დაბრუნდება?

როგორც ყოველთვის ვიძახდი, ახლაც ვიტყვი, რომ დიადი ფეხბურთელებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ არც ესაა ჩემი გადასაწყვეტი, ამას ბაპტისტა გადაწყვეტს.

გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ხავიერ პასტორესთან დაკავშირებით…

ის “პალერმოს” ლიდერია. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, როდესაც “ურაგანში” ასპარეზობდა, შემდეგ კი მუნდიალზე ვნახე, თუ რა შეუძლია ხავიერ პასტორეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შანსი იშვიათად ეძლეოდა. მე და ხავიერმა ერთად ვითამაშეთ იაპონიაში და ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. იგი მოქნილია, ფიზიკურად ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი შორს წავა.

თქვენგან 2014-ში გოლების წვიმას ველით, მაგრამ წინ “კოპა ამერიკაა”, რომელიც არგენტინის ნაკრებისთვის დიდ გამოცდას წარმოადგენს…

კი, ეგ უდავოა. “კოპა ამერიკა” ჩვენთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან არგენტინელები სახლში ვითამაშებთ და ზეწოლა ორმაგად დიდი იქნება. ჩვენ გვმართებს კარგი თამაში და ამ ტიტულის მოგება.

რომელ გუნდს მიიჩნევთ ამ ტურნირში ყველაზე დიდ საფრთხედ?

ბრაზილიას როგორც ყოველთვის, და ურუგვაის, რომელიც მშვენივრად გამოვიდა მუნდიალზე. არ უნდა დავივიწყოთ პარაგვაიც, რომელიც მათი დაცვის წყალობით უმძიმეს მეტოქედ იქცა. მათ მართლაც ანერვიულეს ესპანელები წელს. ასევე სავარაუდოდ გაგვიჭირდება ჩილესთან, თუმცა არ ვიცი რა შეიძლება შეცვალოს მარსელო ბიელსას გადმოყვანამ. ისინი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ და უბრძოლველად არაფერს დათმობენ.

რახან ბრაზილიაზე ჩამოვარდა საუბარი, აპირებთ 17 ნოემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას?

ნამდვილად, დიდი იმედებით ვუყურებ ამ მატჩს. მათ უკვე შევხვდით ოლიმპიურ თამაშებზე და დავამარცხეთ ანგარიშით 3-0. ეს მატჩი გამორჩეული იქნება ჩვენივე თამაშის წყალობით. ასევე გამორჩეული მომენტი იქნება ის, რომ მე მომიწევს რონალდინიოს, იმ პიროვნების წინააღმდეგ თამაში, რომელმაც ჩემი ცხოვრების წარმატებით განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მე მას და დეკოს, როგორც ძმებს ისე ვუყურებ. მათ მე ფეხბურთი შემასწავლეს. მე მათ მთელი გულით ვგულშემატკივრობ. იცით, მე ბრაზილიის მთავარი ნაკრები არასდროს არ დამიმარცხებია და ვაპირებ, ეს ტრადიცია 17-ში დავარღვიო(იცინის).

ახალ წელს რა მიზნის დასახვას აპირებთ?

იგივე მიზნისა, რაც შარშან: ვაპირებ, მოვიგო ყველაფერი, სადაც კი მონაწილეობას მიღებას შევძლებ. მე ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ტიტულების მოგებას ვგეგმავ. განსაკუთრებული იქნება ტიტული, რომელიც ჯერ არ მომიგია, “კოპა ამერიკა”. ასევე ვეცდები, როგორმე ტრამვის მიღება ავიცილო თავიდან.

მოდით ცოტა ხნით ფეხბურთს მოვეშვათ, თქვენ უამრავ ქველმოქმედებას სჩადიხართ. შეგიძლიათ უფრო მეტი რამ გვითხრათ ამის შესახებ?

ეს არის დაწესებულება, რომელიც ჩემს სახელს ატარებს(La Fundación Leo Messi).ჩემი ძმა და მამა, ორივენი იქ მუშაობენ ისევე, როგორ სხვა უამრავი ადამიანი. მე კი ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გავხადო.

წლევანდელ მუნლთან დაკავშირებით თქვენ მიიღეთ მონაწილეობა “FIFA” მიერ გამართულ საქველმოქმედო აქციაში, რომლის მიზანიც სამხრეთ აფრიკელი ბავშვების დახმარება იყო…

კი, ფეხბურთი ჯანმრთელობის კამპანიაა. ყველაფერი რაც ბავშვებს უკავშირდება, კარგია,რადგან ამ ასაკში ყურადღება ძალიან საჭიროა და თუ შეგიძლია, აუცილებლად უნდა დაეხმარო. ეს მხოლოდ მე არ ვარ, ასე თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს. უამრავ მათგანს აქვთ დაწესებულებები, სკოლები და ჰოსპიტალები.

“ადიდასის” კამპანია ახლოვდება. შენმა დაწესებულებამ ბარსელონაში სპეციალური ჰოსპიტალი გახსნა, რომელშიც მოქმედებს გაცვლის პროგრამა კატალონიელ და არგენტინელ ექიმებს შორის. გვიამბეთ ამის შესახებ…

დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი სამხრეთ აფრიკასთან არის დაკავშირებული. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც უამრავი პრობლემა აწუხებთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა ზრდასრულ ასაკში განათლებისა და სამუშაოს მიღების შანსი მიეცეთ. ექიმების იდეა კი პირადად მამაჩემს ეკუთვნის.

თქვენ და რონალდინიოს სწორედ ეს ყველაფერი გაერთიანებთ. ბრაზილიელიც გამოირჩევა მისი ქველმოქმედებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ…

მხიარულ და ბედნიერ ბავშვზე უკეთესო რა უნდა დაინახო? მე მათ სულ მუდამ ვეხმარები, როგორც შემიძლია, მაშინაც კი, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტოგრაფის მიცემა იქნება. ერთი ბავშვის გაღიმებაც კი მთელი მსოფლიოს ფულად ღირს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward