ადვანი - "ბარსელონას" ახალი სპონორი

ადვანი - "ბარსელონას" ახალი სპონორი

"ბარსელონამ" და "ადვანმა" ხელი მოაწერეს სპონსორობის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში 2 წლის განმავლობაში იქნება. მობილურებისა და ტაბლეტების მწარმოებელი ინდონეზიური კომპანია კლუბის რეგიონალური სპონსორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქზე "ბარსას" გულშემატკივართა შორის ყველაზე მეტი ინდონეზიელია.

ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთეს კომპანიის ბრენდ მენეჯერმა თიანდარა ლიანტომ და კლუბის საპატიო გულშემატკივარმა ენდი გასინამ.

თიანდარა ლიანტო: "ხელშეკრულების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ და "ბარსას" ერთი და იგივე თვისებები გვახასიათებს: ძალა, წინააღმდეგობის უნარი, სიჩქარე და საბრძოლო სულისკვეთება. ძალიან ძლიერი გუნდი აქვთ და სწორედ ამ თვისებების დახმარებით მოიგეს საერთაშორისო ტურნირები. ადვანი ახლა გუნდის წევრია, რაც დიდი პასუხისმგებლობაა."

ენდი გასინა: "ადვანსა და "ბარსელონას" მომავლის მსგავსი ხედვა აქვთ. ორივეს წინსვლა სურს. ჩვენი მიზანი გამარჯვება და წარმატებაა. "

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.