“ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ განაცხადა, რომ მისი ოცნება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა. მან ასევე თანაგუნდელებზე: ნეიმარსა და მესიზე ისაუბრა.
“ოპერაცია სამი თვის წინ გავიკეთე. იანვრიდან სირბილით ვარჯიშს დავიწყებ, ხოლო მარტიდან მთლიანად ჩავერთვები ჯგუფის მუშაობაში. ვოცნებობ, რომ ოლიმპიურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა, თუმცა მანამდე სათამაშო პრაქტიკა უნდა მივიღო “ბარსელონაში”, რათა ადგილი მოვიპოვო მოთამაშეთა საბოლოო სიაში.
მე ნეიმარს ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მესი სხვა პლანეტიდანაა. მომავალში ნეიმარი გახდება მსოფლიოში საუკეთესო. ახლა კი, მესი უკონკურენტოა.” – განაცხადა რაფინიამ O Globo–სთან ინტერვიუში.
აქვე გეტყვით, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5–21 აგვისტოს რიო–დე–ჟანეიროში გაიმართება.