workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “წლის წარმატებით დასრულების შანსი გვაქვს”

მესი: “წლის წარმატებით დასრულების შანსი გვაქვს”

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. არგენტინელი ვარსკვლავის თქმით, კატალონიელებს, ამ ტურნირის მოგებით, წლის წარმატებით დასრულება შეუძლიათ.

“ეს შესანიშნავი ტურნიაია. ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ის თავისთავადაც მნიშვნელოვანია და იმ მხრივაც, რომ მასზე სათამაშოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა საჭირო. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი წლის წარმატებით დასრულების შანსია და მიხარია, რომ ამ ტურნირისთვის თანაკლუბელებთან ერთად ვემზადები. ჩვენი მიზანი თავს ზემოთ თასის აღმართვაა, შემდეგ კი ოჯახებთან ერთად დავისვენებთ.

ახალი მოტივაციის ძებნა საჭირო არაა. ვიცით, რას ნიშნავს საკლუბო მუნდიალი და გვინდა კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

“რივერ პლეიტის” მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია და მან იცის, როგორ ვთამაშობთ. სავარაუდოდ, მას გეგმა შემუშავებული უკვე აქვს. “რივერ პლეიტი” მოგესაგებად ითამაშებს და ამ გუნდს ეს ძალიან კარგად გამოსდის.”

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ მატჩს 17 დეკემბერს, “გუანჩჟოუს” წინააღმდეგ ჩაატარებს. მოგების შემთხვევაში, კატალონიელები 20 დეკემბერს ფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე, სავარაუდოდ, “რივერ პლეიტი” იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward