მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე დიეგო ლოპესი კრიშტიანუ რონალდუს ლიონელ მესიზე უკეთეს ფეხბურთელად მიიჩნევს, მაგრამ ესპანელი ასევე აღიარებს, რომ მას პორტუგალიელის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს.
“ჩემთვის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. მესის უნიკალური სათამაშო თვისებები აქვს, მაგრამ რონალდუ მოედანზე უფრო მეტს აკეთებს. რა თქმა უნდა, ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მე “რეალში” რონალდუსთან ერთად ვთამშობდი და ის ყოველთვის კარგად მექცეოდა. რონალდუ და მესი საფეხბურთო უცხოპლანეტელები არიან.”