ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონი – საუკეთესოობისთვის 5 ბარსელონელი იბრძოლებს

ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონი – საუკეთესოობისთვის 5 ბარსელონელი იბრძოლებს

ესპანეთის ჩემპიონატის 2024/25 წლების გათამაშება დასრულებულია. ახლა დროა, ლა ლიგამ შემდეგ კატეგორიებში სეზონის საუკეთესოები გამოავლინოს: საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მოთამაშე 23-წლამდელთა შორის, საუკეთესო გოლი და საუკეთესო სეივი. “ბარსელონას” პირველ სამ კატეგორიაში 5 წარმომადგენელი ჰყავს.

ჰანსი ფლიკი საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებს, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი და პედრი კი შეეცდებიან, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაისაკუთრონ. უკანასკნელი ორი მათგანი ასევე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის კატეგორიაშიცაა ნომინირებული.

კანდიდატთა სია ასეთია:

  • საუკეთესო მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე, მიჩელი, დიეგო სიმეონე, ხოსე ბორდალასი, მანუელ პელეგრინი, მანოლო გონსალესი, ჰანსი ფლიკი.
  • საუკეთესო ფეხბურთელი: ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი, კილიან მბაპე, ოიან სანსეტი, ისკო, რაფინია, ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, პედრი.
  • საუკეთესო ფეხბურთელი 23-წლამდელთა შორის: ალბერტო მოლეირო, ფაბიო სილვა, ლამინ იამალი, პედრი, არდა გიულერი, ჯუდ ბელინგემი, დიეგო ლოპესი.

თქვენს რჩეულს შეგიძლიათ, ხმა ამ გვერდზე მისცეთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • ვისკა ბარსა
    28 მაი 2025, 09:15

    მწვრთნელი ფლიკი,ფეხბურთელი რატომღაც მბაპე, საუკეთესო 23 წლამდელი იამალი, გოლი ვილიამსის და სეივი ჟოან გარსიას.გადადით ლა ლიგის საიტზე და ნახეთ მაგის 2 სეივი ძაან მაგარია

  • JustBarcaLover
    27 მაი 2025, 19:47

    მბაპეს არა სორლოტს მოაგებინეთ კიდე ტფუიი სირცხვილია ეგ მაგან რო მოიგოს

  • LB1017
    27 მაი 2025, 19:41

    ხმის მიცემა ყველას არ უნდა შეეძლოს თორე მართლა სირცხვილია….

  • nika 54
    27 მაი 2025, 19:20

    მე მგონი საუკეთესო სეივში გვექნება პატარა პრობლემა(მამარდას მინიმუმ ექნება 5-ჯერ მეტი)
    დანარჩენებში კი ყველგან ფავორიტები უნდა ვიყოთ წესით, საინტერესო უკვე ის იქნება როგორ დალაგდებიან: რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი, პედრი თუ პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია.

    ციტატა: ვისკა ბარსა
    საუკეთესო ფეხბურთელებში მბაპეს ყველაზე მეტი ხმა რატომ აქვს!? სირცხვილი იმენა 😃😃💔


    მბაპე მომავალ რონალდუთ ყალიბდება უკვე ეტყობა. ყველგან ბომბარდირია, როგორც მაგალითად პორტოში, იუვეში, ალ-ნასრში, მაგრამ ტიტულებზე მისი გოლები არ მოქმედებს თუ ვერ მოქმედებს.

  • Rick Sanchez
    27 მაი 2025, 18:54

    ბარსას ფანების ხმები განაწილდა ბევრ ფეხბურთელზე, რეალის ფანების კი მარტო მბაპეზე. მაგის გამოა პირველზე. მე იმ ფეხბურთის დედა ვატირე სადაც მბაპეს გარდა რეალის სხვა რომელიმე მოთამაშე იმსახურებს მაგ სიაში ყოფნას. სირცხვილია! ლევანდოვსკიც ზედმეტია, ხულიან ალვარესი უფრო იმსახურებდა საუკეთესო კანდიდატებში ყოფნას.

  • CHEPE
    27 მაი 2025, 18:33

    მბაპეს მისცემენ ოქო და პიჩიჩი მოიგო და იასნია დალშე ფლიკი და იამალი არის კანდიდატი

  • Visca barca
    27 მაი 2025, 17:44

    ციტატა: ვისკა ბარსა
    საუკეთესო ფეხბურთელებში მბაპეს ყველაზე მეტი ხმა რატომ აქვს!? სირცხვილი იმენა 😃😃💔


    ყველაზე მეტმა რეალის ფანმა მისცა ხმა და იმიტომ . ყველას შეუძლია ხმის მიცემა

  • Flying Dutchman
    27 მაი 2025, 17:34

    მბაპეს შეტენიან

  • ვისკა ბარსა
    27 მაი 2025, 16:53

    საუკეთესო ფეხბურთელებში მბაპეს ყველაზე მეტი ხმა რატომ აქვს!? სირცხვილი იმენა 😃😃💔

  • Levani
    27 მაი 2025, 16:41

    Ჰანსი ფლიკი
    Პედრი
    Იამალი