workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსასთან” მატჩში “ვალენსიას” მწვრთნელი გარი ნევილი იქნება

“ბარსასთან” მატჩში “ვალენსიას” მწვრთნელი გარი ნევილი იქნება

ესპანურმა “ვალენსიამ”, “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, გარი ნევილი წარადგინა.

“ღამურებმა” გუნდის ყოფილი მწვრთნელი ნუნუ სანტუ ცოტა ხნის უკან დაითხოვა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსია” ნუნუ სანტუს შემცვლელად რამდენიმე გამოცდილ კანდიდატს განიხილავდა, მაგრამ არჩევანი გამოუცდელ ნევილზე შეჩერდა.

40 წლის გარი ნევილი, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, 2012 წლიდან ინგლისის ნაკრებში მუშაობდა. თუმცა, მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს.

ნევილის დებიუტი დღეს, “ბარაკალდოსთან” გასამართ სათასო შეხვედრაში შედგება. პირველი სერიოზული გამოცდა კი მას 5 დეკემბერს ელის, როდესაც “ვალენსია” “ბარსელონას” უმასპინძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward