workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სიფრთხილე მართებს

“ბარსელონას” სიფრთხილე მართებს

კატალონიის “ბარსელონა” დღეს, საშინაო არენაზე, “სამეფო თასის” საპასუხო შეხვედრას, “სეუტას” წინააღმდეგ გამართავს. პირველი მატჩი კატალონიელებმა ანგარიშით, 0–2 მოიგეს. დღევანდელ მატჩს გუნდი პირველი გუნდის 12 ფეხბურთელითა და 5 “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელით შეხვდება…

პეპ გვარდიოლამ ამ მატჩისთვის 17 ფეხბურთელი მოამზადა. ამ გუნდების პირველი შეხვედრის გამო შესაძლოა ფეხბურთელებმა თავის თავს მოდუნების საშუალება მიცენ. ასევე წინა მატჩი შესაძლოა ნაკლები დაძაბულობისა და ნაკლები კონცენტრაციის საწინდარი გახლდეთ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით “სეუტას” გამარჯვებაზე ფიქრი შეუძლია, მაგრამ “ბარსას” ფეხბურთელებმა იციან, რომ ყოველი შეცდომა მათ ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეთ.

“სეუტას” პორტუგალიელი თავკაცი, ჟოაო დე დეუსი იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები ყველა მომენტის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებიან. მან განაცხადში თავისი ყველა, 25 ფეხბურთელი შეიყვანა. ეს ხომ მათთვის ისტორიული მატჩი იქნება, მითუმეტეს, თუ მათ “გოლიათის” დამარცხება შეძლეს… გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, “სეუტას” დამრიგებელმა, განაცხადა, რომ “გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა წარმოუდგენელი.”

პეპ გვარდიოლამ თავის პრეს–კონფერენციაზე განაცხადა: “მე არ მსურს, რომ ვინმემ იფიქროს, რომ სამუშაო უკვე შესრულებულია. ჩვენ ამაზე ფიქრი შეგვიძლია, მაგრამ “სამეფო თასის” შეხვედრები ყოველთვის ძალიან სერიოზული და დაძაბულია.”

პეპმა პირველი გუნდიდან განაცხადში ვალდესი, პინტო, პუიოლი, მილიტო, ადრიანო, მაქსველი, მაშერანო, კეიტა, ბოიანი, მესი და პედრო შეიყვანა. “ბარსა ბ”–დან კი ჯონათან დოს სანტოსი, სერხი რობერტო, ტიაგო, ბარტრა და ნოლიტო. ამ უკანასკნელზე კი პეპმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მე შემიძლია ვთქვა, რომ მას პირველ გუნდში დარჩენისთვის ბრძოლა შეუძლია. მან ასე უნდა გააგრძელოს და ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლოს.”

გვარდიოლამ დასვენების უფლება პირველი გუნდის ექვს ფეხბურთელს მიცა. ასე, რომ დღევანდელ მატჩში ჩვენ ალვეშის, პიკეს, ბუსკეტსის, ჩავის, ინიესტას, ვილიას და ტრავმირებული ხეფრენის ხილვას ვერ შევძლებთ.

ამ მატჩში “ბარსას” მოდუნების უფლება არ აქვს, რადგანაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამის მაგალითად კი მადრიდის “რეალისა” და მესამე დივიზიონის გუნდის, “ალკორკონის” შეხვედრის მოყვანა შეიძლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward