workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “სასუოლოს” ორი ფეხბურთელით ინტერესდება

“ბარსელონა” “სასუოლოს” ორი ფეხბურთელით ინტერესდება

“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი “სასუოლოს” ორი ფეხბურთელით, შიმე ვრსალკოთი (მცველი) და დომენიკო ბერარდით (თავდამსხმელი) ინტერესდება, იუწყება ესპანური გამოცემა Sport.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა “სასუოლოს” გენერალური დირექტორი, ჯოვანი კარნევალი. მან დაადასტურა, რომ მათ თამაშებს ესწრებოდა და ფეხბურთელებს აკვირდებოდა “ბარსელონას” სატრანსფერო კომისიის წევრი, არიედო ბრაიდა.

“ბრაიდა ჩვენ რამდენიმე თამაშს დაესწრო. ვრსალკო და ბერარდი საინტერესო მოთამაშეები არიან. მოგვწონს, რომ “ბარსელონა” ჩვენს მიმართ ინტერესს იჩენს. მაგრამ, “სასუოლოს” მიზანი გუნდში საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებაა.” – განაცხადა კარნევალიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward