ფიფამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა საბოლოო სია, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” იბრძოლებენ. თავდაპირველად სიაში 59 ფეხბურთელი შედიოდა, ეს რიცხვი 23–დე შემცირდა, აქედან 6 “ბარსელონელია”.
გთავაზობთ ფეხბურთელთა ჩამონათვალს:
ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ნეიმარ ჟუნიორი, ხავიერ მასკერანო, ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”),
კრიშტიანუ რონალდუ, ტონი კროოსი, ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი (“რეალი”),
რობერტ ლევანდოვსკი, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი, არიენ რობენი, არტურო ვიდალი (“ბაიერნი”),
სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუნი, იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”),
პაულ პოგბა (“იუვენტუსი”),
ალექსის სანჩესი (“არსენალი”),
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ–ჟერმენი”),
ედენ აზარი (“ჩელსი”).
ფიფამ ასევე, გამოაქვეყნა მწვრთნელების სია, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ:
მასიმილიანო ალეგრი (იტალია, “იუვენტუსი”), კარლო ანჩელოტი (იტალია, “რეალი”), ლორან ბლანი (საფრანგეთი, “პარი სენ–ჟერმენი”), უნაი ემერი (ესპანეთი, “სევილია”), პეპ გუარდიოლა “ესპანეთი, “ბაიერნი”), ლუის ენრიკე მარტინესი (ესპანეთი, “ბარსელონა”), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია, “ჩელსი”), ხორხე სამპაოლი (არგენტინა, ჩილე), დიეგო სიმეონე (სრგენტინა, “ატლეტიკო”), არსენ ვენგერი (საფრანგეთი, “არსენალი”).
აქვე გეტყვით, რომ 3 ფინალისტი 30 ნოემბერს გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონიალი კი ციურიხში, 2016 წლის 11 იანვარს გაიმართება.