“სანტოსის” პრეზიდენტი მოდესტო რომა ადასტურებს, რომ ბრაზილიური კლუბი FIFA-სგან თავისი ყოფილი და კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ფეხბურთელის, ნეიმარის 6-თვიან დისკვალიფიკაციას ითხოვს.
“საჩივარი ჯერ კიდევ მაისში შევიტანე. დიახ, ნეიმარი საფეხბურთო კუმირია, თუმცა არის რაღაცები, რომლებსაც არ ვეთანხმებით.
მისი გადასვლა “ბარსელონაში” გამჭვირვალე არ იყო. ეს დაადასტურა ესპანეთის პროკურატორამ და ბრაზილიის სასამართლომაც.
ვიცით, რომ ადმინისტრაციული საკითხები FIFA-ს კომპეტენციებში შედის, ამიტომ აპელაცია იქ შევიტანეთ”, – აცხადებს “სანტოსის” პრეზიდენტი.