ოქროს ბუცის 5 მფლობელი, რომელიც "ბარსას" შეუერთდა

ოქროს ბუცის 5 მფლობელი, რომელიც "ბარსას" შეუერთდა

უკვე მეხუთედ "ბარსელონას" ოქროს ბუცის მფლობელი უერთდება. ფეხბურთელები კატალონიურ კლუბს ევროპაში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ უერთდებიან, იმ იმედით რომ აქ ბევრად უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს.

მეხუთე კი სწორედ "ბარსელონაში" ახლადგადმოსული ლუის სუარესია. მან გასულ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში შესანიშნავი სეზონით დაგვამახსოვრა თავი, 31 გოლი გაიტანა და რონალდოსთან ერთად ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა.

ჰანს კრანკლიდან ტიერი ანრიმდე

სწორედ ჰანს კრანკლი გახლდათ პირველი ფეხბურთელი, რომელიც კატალონიურ გრანდს ოქროს ბუცის მოპოვების შემდეგ შეუერთდა. ვენის "რაპიდიდან" გადმოსვლის შემდეგ, სადაც მან ოქროს ბუცი 1977/78 წლებში მოიგო, ჰანსმა 2 წელი გაატარა "კამპ ნოუზე" და პირველ სეზონში 29 გოლის გატანაც შეძლო. ის, ამასთანავე, დაეხმარა კლუბს "თასების მფლობელთა თასის" მოგებაში (ბაზელი, 1978/79 წლები).

9 წლის შემდეგ, 1990 წლის ივლისში კლუბში ჰრისტო სტოიჩკოვი მას შემდეგ გადმოვიდა, რაც "ცსკას" რიგებში ერთ სეზონზე 38 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცის მფლობელი უგო სანჩესთან ერთად გახდა. ბულგარელი ფეხბურთელი "ოცნების გუნდის” ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი იყო, ის 1994 წელს ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა.
2004 წელს კატალონიური გრანდმა ჰენრიკ ლარსონი შეიძინა. 2001 წელს ფეხბურთელმა "სელტიკის" მაისურით 35 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა. შვედმა ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" ერთად 2ჯერ მოიგო ლა ლიგის ტიტული, ერთხელ ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელიც გახდა.

ტიერი ანრი კი კლუბს მას შემდეგ შეუერთდა რაც ზედიზედ ორჯერ, 2004 (30 გოლი) და 2005 (25 გოლი) წლებში გახდა ოქროს ბუცის მფლობელი. "ბარსელონაში" გატარებულ პირველ სეზონში მან 19 გოლის გატანა მოახრეხა, ამასთანავე გადამწყვეტი როლი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრაში, სადაც მასპინძლები ანგარიშით 2–6 დამარცხდნენ. მან გუნდთან ერთად "ტრიპლეტის" მოგებაც შეძლო. ანრიმ "ბარსელონა" 2010 წელს დატოვა და "ნიუ–იორკ რედ ბულზის" ფეხბურთელი გახდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.