სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ასოციაციამ (IFFHS) დაასრულა გამოკითხვა მსოფლიოს 75 ქვეყანას შორის, თუ ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში. შედეგები ძალიან არაპროგნოზირებულად გადანაწილდა, პირველი ადგილი ირანელმა ფეხბურთელმა დაიკავა, კარიმ ბეჰერიმ, რომელიც ირანულ კლუბში “თეირანში” თამაშობს, პირველი ევროპელი ფეხბურთელი მათ შორის იყო კრისტიანო რონალდუ, რომელიც მე–8 პოზიციაზე გავიდა, ხოლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი მე–10 ადგილს დასჯერდა.
გთავაზობთ პირველ 10–ეულს და “ბარსელონას” ორი ფეხბურთელის ჩავიერ ერნანდესის და კარლეს პუიოლის პერსონალურ რეიტინგს.
პოზიცია–სახელი – ეროვნება – გუნდი – ხმა
1. კარიმ ბეჰერი – ირანი – “თეირანი” – 30.416
2.ფარჰად მაჰიდი – ირანი – “თეირანი”– 26.178
3.მოჰამედ აბოუტრეიკა – ეგვიპტე – “”ალ აჰლი” – 21.837
4. ბადერ აჰმედი – კუვეიტი – “ალ ქასიდა” – 16.487
5. მუსტაფა კარარი – სუდანი – ალ ჰილილი – 9.884
6.ოსამა დარაგი – ტუნისი – სპორტივე დე ტუნის – 8.719
7.მოჰამედ ნორი – საუდის არაბეთი – ალ იტიჰადი – 8.312
8. კრისტიანო რონალდუ – პორტუგალია – მადრიდის რეალი – 4.442
9. იასერ ალ–კაჰტანი – ალ აჰლი – 4.331
10. ლიონელ ანდრეას მესი – არგენტინა – ბარსელონა – 3.900
27. ჩავიერ ერნანდესი “ჩავი” – ესპანეთი – ბარსელონა – 703
51. კარლეს პუიოლი – ესპანეთი – ბარსელონა – 105
სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ:
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ 75 ქვეყანას შორის უმეტესი ქვეყნები იყვნენ აზიიდან.