კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, მისი კერპი იყო იქამდე, სანამ ის მადრიდის “რეალში” გადავიდოდა.
“ფიგუ თამაშობდა კატალონიურ კლუბში და იყო ჩემთვის მისაბაძი პიროვნება. ამის შემდეგ, ის “ბარსადან” მადრიდის “რეალში” გადავიდა და მე მას შემდეგ ისეთივე პატივს ვეღარ ვცემ როგორც მაშინ, რადგან მე ამ ფაქტს შევხედე სხვანაირად. მოთამაშეს ყოველთვის შეუძლია აკონტროლოს მისი კლუბიდან წასვლა-არწასვლის საკითხი. მე ფიგუსგან განსხავავებით, არასოდეს არ გადავალ მადრიდის “რეალში”. ჩემი აზრით, კატალონიელების მადრიდში თამაში შეუძლებელია.“ – განაცხადა 22 წლის ნახევარმცველმა.