workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA “ბარსელონას” “საპატიო ნიშანს” გადასცემს

UEFA “ბარსელონას” “საპატიო ნიშანს” გადასცემს

“ბარსელონა”, იმის აღსანიშნავად, რომ ამ კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო, “საპატიო ნიშნის” მფლობელთა შორის გაწევრიანდება და 27 აგვისტოს გასამართ წილისყრაზე წამყვანი როლი სწორედ კატალონიური გუნდის ლეგენდებს ექნებათ.

გასული სეზონის მიწურულს, 6 ივნისს, “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში მეხუთედ მოიგო. ასეთი შემთხვევებისთვის უეფას “საპატიო ნიშანი” აქვს გათვალისწინებული. “ბარსელონა” “რეალს”, “მილანს”, “ბაიერნსა” და “ლივერპულს” შეუერთდა. “საპატიო ნიშნის” მფლობელია “აიაქსიც”, რომელსაც ეს ტურნირი ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული.

27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა და გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურელის დაჯილდოება გაიმართება. ამ ცერემონიის მთავარი ვარსკვლავები “ბარსელონას” ის ლეგენდები არიან, რომლებმაც კატალონიელთა მიერ ჩემპიონთა თასების მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ესენი არიან: ანდონი სუბისარეტა (1192), ჟულიანო ბელეტი (2006), კარლეს პუიოლი (2009), ერიკ აბიდალი (2011) და ანდრეს ინიესტა (2015).

“ბარსელონას” ამჟამინდელი კაპიტანი, ანდრეს ინიესტა, რომელიც “იუვენტუსთან” გამართული ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სცენაზე ჩემპიონთა თასს გამოიტანს. დანარჩენი 4 ლეგენდა კი ჯგუფური ეტაპის წილისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

წილისყრის შემდეგ 2014/15 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. კანდიდატი სამია, რომელთაგან ორი “ბარსელონაში” თამაშობს. ლეო მესისა და ლუის სუარესს კონკურენციას კრიშტიანუ რონალდუ გაუწევს.

“ბარსელონას” დელეგაცია, რომელსაც ხოსეპ მარია ბართომეუ უხელმძღვანელებს, მონაკოში 27 აგვისტოს გაფრინდება და ბარსელონაში იმავე დღეს დაბრუნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward