workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო 100–ეულში “ბარსას” სამი ფეხბურთელი მოხვდა

საუკეთესო 100–ეულში “ბარსას” სამი ფეხბურთელი მოხვდა

ესპანურმა გამოცემა “დონ ბალონმა” მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ასეული გამოაქვეყნა, რომელშიც “ბარსადან” 3 ფეხბურთელი მოხვდა…

“დონ ბალონის” სიაში იმ ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, რომლებიც 1989 წელს, ან უფრო გვიან დაიბადნენ. “ბარსას” მხრიდან 100–ეულში “ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელები: ბოიან კრკიჩი, ტიაგო ალკანტარა და მარკ მუნიესა მოხვდნენ.

ასევე სიაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, რაც პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს: გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”), ტომაშ მიულერი (“ბაიერნი”), ნეიმარი (“სანტოსი”), ხავიერ პასტორე (“პალერმო”), ალექსანდრე პატო (“მილანი”) და თეო უოლკოტი (“არსენალი”). მიუნხენის “ბაიერნიდან” ამ სიაში 5 ფეხბურთელი მოხვდა (ბარდშტუბერი, ბრენო, კონტენტო, კროოსი და მიულერი). მადრიდის “რეალიდან” კი მხოლოდ ერთი – სერხიო კანალესი.

ქართველების სასახელოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ “დონ ბალონმა” 100–ეულში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი, ჯანო ანანიძეც შეიყვანა.

“დონ ბალონის” სრული სია კი ასე გამოიყურება: ნახვა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward