ვილას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება

ვილას კარიერაში ახალი ეტაპი იწყება

ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილამ განაცხადა, რომ სურს "ბარსას" მაისურით მიაღწიოს დიდ გამარჯვებებს და მოიგოს ბევრი ტიტული. "სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მე არც ისე ბევრი საკლუბო ჯილდო მაქვს. მე "ბარსელონასთან" ერთად პრიმერაში გამარჯვებაზე და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ. იმედი მაქვს, დავეხმარები ჩემს გუნდს", - ამბობს ვილა.

    ახალი ეტაპი - დიდი გამოწვევა

მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ ვილა მზადაა თავისი კარიერის ახალი ეტაპი დაიწყოს. "მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, არაფერი არ შეცვლილა. მე მეამაყება ის, რაც აქამდე გავაკეთე. მე "ბარსაში" 28 წლის ასაკში მოვედი და მაქვს 4-5 წელი იმისათვის, რომ კატალონიელებს წარმატების მიღწევაში და თითოეულ ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაში დავეხმარო", - განაცხადა მან.

    კოლექტივის სიძლიერე – წარმატების საიდუმლო

დავიდ ვილამ ასევე დაასახელა ესპანეთის ნაკრების წარმატების საიდუმლო: "მე ყოველთვის ვამბობდი ამას. წარმატების მთავარი საიდუმლო გუნდის სიძლიერეა. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელების მთელი თაობა გავზარდეთ, რომლებიც ესპანეთის ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ".

წყარო: Barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.