workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკი: “პოგბა “ბარსელონას” უფრო შეეფერება, ვიდრე “რეალს”

საკი: “პოგბა “ბარსელონას” უფრო შეეფერება, ვიდრე “რეალს”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მყოფ პოლ პოგბას აქებს და აცხადებს, რომ მას თამაში კატალონიურ კლუბში უფრო გაუადვილდება, ვიდრე “რეალში”.

“პოგბა ფეხბურთელია, რომელიც პროგრესს აგრძელებს. თუმცა, 22 წლის ასაკში ის უკვე ძალიან საინტერესოა ნებისმიერი კლუბისთვის. მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შესვლა შეუძლია. თუ მის ტექნიკას, ფიზიკურ ძალასა და თამშის წაკითხვას გავითვალისწინებთ, ის რაიკარდს მაგონებს. ის, ფრანკის მსგავსად, ძალიან ძლიერია მოედნის ცენტრში. თუმცა, პოგბა შეტევაშიც ძალიან კარგია. მისთვის “ბარსელონაში” თამაში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე “რეალში”. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ ის “რეალს” აინტერესებს, თუმცა ამ თემაზე ფლორენტინიო პერესთან არაფერი მითქვამს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward