რამდენიმე დღის წინ ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საინტერესო ტრანსფერს განახორციელებდა. ეს მის იმიჯს აამაღლებს გულშემატკივრების თვალში.
ფეხბურთელთა ჩამონათვალში მოხვდენენ “სევილიასა” და “ვალენსიას” ნახევარმცველები ვისენტე იბორა და დანიელ პარეხო. მაგრამ “El Economista” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბართომეუს არჩევანი “რეალის” ფეხბურთელი ისკოა. ისკო აღნიშნულ კლუბში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია სათამაშო დროის მხრივ.
ისკოს “ბარსელონასადმი” კარგი დამოკიდებულება ჩანს იმ ფაქტით, რომ მან თავის ძაღლს მესი დაარქვა.
რამდენიმე დღეში ბართომეუ დაასახელებს ნახევარმცველის სახელს, რომელსაც გამოიყენებს როგორც საარჩევნო იარაღს.