workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლაუდიო ბრავომ სამორას ჯილდო მოიგო

კლაუდიო ბრავომ სამორას ჯილდო მოიგო

“ბარსელონას” კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო ესპანეთის ჩემპიონატის 2014/15 წლების გათამაშების საუკეთესო მეკარე გახდა. ჩილელმა მეკარემ, 37 მატჩში, მხოლოდ 19 გოლი გაუშვა, რაც თამაშში, საშუალოდ, მხოლოდ 0.51 გოლის გაშვებას ნიშნავს. ლა ლიგის ისტორიაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირებულა. 1993/94 წლების სეზონში, “დეპორტივოს” მეკარე, ფრანცისკო ლიანიო, თამაშში, საშუალოდ, მხოლოდ 47 გოლს უშვებდა. 2010/11 წლების სეზონში კი, ვიქტორ ვალდესის კარში, ერთ შეხვედრაში, საშუალოდ, 0.50 გოლი გადიოდა.

მე-2 ადგულზე “ვალენსიას” კიპერი დიეგო ალვესი გავიდა, რომელმაც 37 შეხვედრაში 29 გოლი (საშუალოდ 0.78) გაუშვა. შემდეგ მოდიან სერხიო ასენხო (“ვილიარეალი”, 34 თამაშში 31 გოლი, საშუალოდ 0.91), იკერ კასილიასი (“რეალი”, 32 თამაშში 35 გოლი, საშუალოდ 1.09) და გორკა ირაისოსი (“ბილბაო”, 34 თამაშში 38 გოლი, საშუალოდ 1.12).

ამ სეზონის შემდეგ, “ბარსელონამ” სამორას ჯილდოებში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. კატალონიური გუნდის მეკარეებს ეს ტიტული 20-ჯერ აქვთ მოგებული. მე-2 ადგილზე, 16 ჯილდოთი, “რეალი” მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 სეზონში “ბარსას” მეკარემ სამორას ჯილდო მეხუთედ მოიგო.

კლაუდიო ბრავო “ბარსელონას” მე-10 მეკარე გახდა, რომელმაც პრიმერაში საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward