workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
TMW: “ბარსა” ჩავის შემცვლელად ვერატის განიხილავს

TMW: “ბარსა” ჩავის შემცვლელად ვერატის განიხილავს

როგორც TMW ავრცელებს ინფორმაციას, “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა.

ცნობილია, რომ კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა 22 წლის იტალიელს ჩავის შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში “ალ სადში” გადავა.

ვერატიმ, რომლის კონტრაქტი პსჟ-სთან 2019 წელს იწურება, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward