კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo “ბარსელონაზე” სატრანსფერო სიახლეებს ავრცელებს.
🇪🇸🇵🇹🇳🇱 იმ შემთხვევაში, თუ “ბარსას” ფრენკი დე იონგი დატოვებს, მას კარლოს სოლერი (ვალენსია) ან რუბენ ნევეში (ვულვზი) შეცვლის. სოლერი ერთ-ერთი კანდიდატია, ნევეში კი – ძალიან ძვირი.
🇮🇹🇧🇪🇵🇹 მარკო ვერატი (პსჟ) და კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) “ბლაუგრანას” ოცნებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი შეძენა თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება ბერნარდუ სილვას (მანჩესტერ სიტი) – მისი ვარიანტი უფრო სავარაუდოა. ფრენკი დე იონგის წასვლა მხოლოდ ამ დონის ნახევარმცველის მოყვანის შემთხვევაში განიხილება.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ბერნარდუს ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ. თავის მხრივ, პირადი მიზეზების გამო, ინგლისის დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს. გასულ ზაფხულში სილვა “ბარსელონაში” გადმოსასვლელად მზად იყო, თუმცა, კლუბს ფული არ ჰქონდა. ჩავი პორტუგალიელის გადაბირებაზე თანახმაა.
ჩვენ მაგის ბედი ვინ მოგვცა, ყველას ბოლო მომენტში დავკარგავთ.
დე იონგი – როდრი – დე ბრუინი
იფ იფ იფ
დავუშვათ ფრენკი წავიდა და მის მაგიბვრად მოვიდა ბერნარდუ სილვა;
საყრდენზე ბუსის შემცვლელად ჩნდება 2 ვარიანტი, კესი-ნიკო;
კესი უკვე შემდგარი ფეხბურთელია, მრავალფუნქციური და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი;
ნიკო ნიჭიერია და როტაციაში შეძლებს, რომ გაიზარდოს;
გავი-პედრი-ბერნარდუ ეს ის სამეულია, რომელიც ცენტრში ბურთსაც დაიჭერს და შეტევასაც აგრესიულს გახდის;
საყრდენის წინ ორი მათგანი როტაციაში იქნება; თუ ჩავი 2 საყრდენს გამოიყენებს, მაშინ კიდევ უფრო ექნება ფუფუნება ტრადგან კესის შემთხვევაშ წინ აწევაც შეიძლება, იგივე ნიკო;
პუჩი მენანება, მაგრამ მოუწევს მალევე ჩემოდნის ჩალაგება, სანამ ფუტსალზე არ გადასულა
სენსაციური ტრანსფერი მოახლოვდა – პოლ პოგბამ წითელი მანჩესტერი შესაძლოა ცისფერზე გაცვალოს
ჩვენ ეს გვაწყობს ბერნანდო სილვას უფრო მეტი კონკურენტი ეყოლება
სიტი ჰოლანდს ყიდულობს , კიდევ გააკეთებს ტრანსფერებს და დაჭირდება ფეხბურთელის გაყიდვა , პლუს ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა , და ბერნარდოც არ იქნება კმაყოფილი , პლუს ინგლისი არ მოწონს , და შეიძლება მართლა დათრევა და ძალიან კარგი იქნება , ოღონდ არა ფრენკის ხარჯზე , ფრენკი არ უნდა გაუშვან , და ხო ნუ ადარებთ ფრენკის და ბერნარდოს , სხვადახვა პოზიციაა და სხვადასხვა სტილი , ფრენკი უნდა იდგეს საყრდენზე და არა იქ სადაც 2-3 წელია ათამაშებენ და თუ 2 ჯერ დააყენეს და არ უთამაშია კარგად იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელია..ნევეში და სოლერი ხო საერთოდ ახალი ანდრე გომეშები ..
ფრენკი არ უნდა გაყიდონ
ბერნარდუ სილვას ტრანსფერი თუ გამოვა იდეალური იქნება, როგორც ვიცი მალე კონტრაქტი უმთავრდება და ასე 50 მილიონად შეიძლება მოყვანა, მარა სიტი რამდენს მოითხოვს ეგ არავინ იცის. თვითონაც თუ უნდა გადმოსვლა მაშინ მართლა გვექნება შანსი.
ფრენკიში თუ სიტიმ 90 გადაიხადა უნდა გაატანონ რა, ან ბერნარდუ+30მლნ, ეგ 30-იც ასაკის გამო უნდა დაამატონ თორემ ბერნარდუ დღეს ჯობია ფრენკის
ბერნარდუ ამ სეზონში ისეთ ფეხბურთს დებს,რომ რავიცი.ასაკი იდეალური აქვს,რომ მოვიდეს კაი იქნება.ფრენკის გაშვება,აი არვიცი,არვიცი რა.
ვერატი ძაან მაგარი იქნებოდა თუმცა ოცნებაა მართლაც, ბერნარდუ რეალურია და ძაან მინდა ეგ ბარსაში, უკლასნესია♥️
ბერნარდუ ძაან გაასწორებს, მითუმეტეს არაფრის მაქნის ფრენკის თუ გაასუხარებენ ორმაგად გამოადგება გუნდს ეგ ამბავი… დე ბრუინი, ვერატი შეუძლებელი ტრანსფერებია.
ხულიან ალვარესი წაიყვანა ჰალანდიც ალბათ მანდ წავა ჩვენ ტორეს/გარსიათი " დაგვასაჩუქრა " თუ გაცვლაა ეხლა დე ბრუინი გაგვიცვალოს ფრენკიში
ფრენკის თუ ბერნარდუთი და რუბენ ნევესით ჩაანაცვლებენ, მოგებულში ვიქნებით. კესი ბერნარდუ ნევესი პედრი გავი ბუსნელი.
ბერნანდო ძაან კლასნია და გაასწორებდა ბარსაში, მე პირადად როდრიში ფრენკისაც და ტორესსაც გავცვლიდი მაგრამ შეუძლებელია ასე რომ ბერნანდო ძაან კარგი იქნება
მაგრამ გამოდის რომ გავი სათამაშო დროს დაემშვიდობება და თან ბებერი ბუსკეცის იმედად უნდა ვიყოთ ისევ საყრდენზე თუ ბერნანდო მოვა, თან კესიც არაა ბარსას ყაიდის საყრდენი, ეგ უფრო სკამისთვის იქნება ერთგვარი გეგმა ბ