“პარი სენ ჟერმენის” ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს და კატალონიურ კლუბს აქებს.
“მეტოქე თამაშს აკონტროლებდა და დამსახურებულად მოიგო. “ბარსელონამ” ორი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ამიტომ ჩვენთვის გამარჯვება რთული იყო. ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია, როდესაც 4-5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობ”.