workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი “ახალი ჩავით” დაინტერესდა

ვენგერი “ახალი ჩავით” დაინტერესდა

ბრიტანული გაზეთის “Sunday People”-ს თქმით, ლონდონის “არსენალის” ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზად არის, შეიძინოს “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი სერჟი სამპერი, რომელიც “ბარსას” U-16 გუნდში თამაშობს.
15 წლის ფეხბურთელი, “ახალი ჩავი”, როგორც “ბარსელონაში” მოიხსენიებენ, არსენალის თავკაცის არსენ ვენგერის ინტერესის ქვეშ იმყოფება. ვენგერი სერგი სამპერის ყიდვას, იანვრის თვეში აპირებს და მასთან 4 წლიანი კონტრაქტის დადება სურს. ასევე ვენგერი ცდილობს, სერჟი დაარწმუნოს იმაში, რომ “ემირატებზე” თამაში მისთვის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს სამპერის შენარჩუნებას და არ უნდა ეს ყველაფერი დამთავრდეს ისე, როგორც სესკ ფაბრეგასსა და ჟერარ პიკეს მოუვიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward