კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი და აწ უკვე “პსჟ”–ს ფეხბურთელი, ბრაზილიელი მაქსველი აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ბურთის “ლურჯ–ბროწეულისფერთათვის” დათმობას.
“ვვარაუდობდით, რომ ბურთს კატალონიელები გააკონტროლებდნენ, თუმცა გვქონდა გეგმა, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევასრულეთ. ვერ შევძელით გვეთამაშა მჭიდროდ და ამოგვეკეტა თავისუფალი ზონები. როცა ისეთ გუნდს, როგორიც “ბარსელონაა” აძლევ ამხელა სივრცეებს, შედეგი სახეზეა… განმეორებით შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები დაგვემატებიან, თუმცა დაგვაკლდება ტიაგო სილვა. ვნახოთ, გავუმკლავდებით თუ არა ამ სიტუაციას”.
შეგახსენებთ, რომ მაქსველი 2009–2012 წლებში “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა, რომლის მაისურითაც ყველა ტურნირზე 89 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.