workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ლუისი: “1/2-ფინალში გასვლას შეგვიძლია”

დავიდ ლუისი: “1/2-ფინალში გასვლას შეგვიძლია”

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი იმედს არ კარგავს, რომ მისი გუნდი, ერთ კვირაში “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩში, 3 გოლს გაიტანს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავა.

“ბარსელონასთვის” “კამპ ნოუზე” 3 გოლის გატანა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. ეს რთული იქნება, რადგან კატალონიელებს, მიმდინარე სეზონში, საკუთარ მოედანზე 3 გოლი ჯერ არ გაუშვიათ. თუმცა, ჩემი გუნდის მჯერა და ვამბობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.

ცოტათი დავიღალე, რადგან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 12 საათს ვვარჯიშობდი. დაგეგმილი იყო, რომ მე-2 ტაიმში 30 წუთი მეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტიაგუ სილვამ ტრავმა უკვე მე-20 წუთზე მიიღო.

ეს დღე, ჩვენთვის, უიღბლო გამოდგა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward