წელს კატალონიის “ბარსელონამ” ტრიპლეტი შეასრულა. ლიონელ მესი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ უფრო უკეთესი სეზონი ჰქონდეთ, ვიდრე წინა იყო, მიუხედავად მადრიდის “რეალის” ასეთი გაძლიერებისა.
კაკას და რონალდოს “რეალში” გადასვლაზე არგენტინელ ვარსკვლავს საკუთარი აზრი აქვს. მესი ამ ფაქტის გამო არანაირად არ წუხს.
“რონალდოს გამადრიდელება კარგია. ის და კაკა ერთად ძალიან ძლიერები იქნებიან, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად შევებრძოლებით. მომავალი სეზონი იქნება ძალიან რთული და მაგრამ შეიძლებელია უკეთესიც.”
მესიმ ისაუბრა ასევე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე და იმის შესახებ, რომ სამუელ ეტო’ომ შესაძლოა კლუბი დატოვოს.
“ის საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ მე იმის არ გაკონტროლების უფლება არ მაქვს, რაც მოხდება ამ თემასთან დაკავშირებით.”
შემდეგ მესი რამდენიმე სიტყვით მხარში ამოუდგა თანამემამულე გაბრიელ მილიტოს, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია აღდგენით ოპერაციებს იტარებს ტრავმის მოსაშუშებლად.
“ის ამას არ იმსახურებდა იმიტომ, რომ ისი დიდი პერსონაა ჩვენთვის.”
“ვიმედოვნებ მალე გამოჯანმრთელდება და ჩვენ შეგვეძლება მისი მიჩნევა გუნდის ფეხბურთელად.”
ბოლოს მესიმ მწუხარება გამოთქვა სილვინიოს სავარაუდოდ კლუბიდან წასვლის შესახებ.
“მე მას ყოველივე კარგს ვუსურვებ. სილვინიო ერთ-ერთი იმათგანია, რომლებიც დამეხმარნენ მალე გამევლო ადაპტაცია “ბარსელონას” პირველი გუნდში და მალე შევჩვეოდი.”
წყარო www.goal.com



