კატალონიური სპორტული გამოცემა, “სპორტი” იუწყება, რომ “ბარსა ბ”–ს ვინგერით, ნოლიტოთი მთელი ევროპის კლუბები არიან დაინტერესებულნი…
ანდალუსიელი ფორვარდი მსოფლიომ თავისი შესანიშნავი დრიბლინგისა და გოლის საოცარი ალღოს წყალობით გაიცნო. მან წელს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და “ბარსას” პირველ გუნდში დებიუტიც კი ქონდა. “ბარსა ბ”–ს შემადგენლობაში თამაშისას მან 4 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ამ სეზონში, ნოლიტოს მხოლოდ ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და იმ მატჩში პატარა კატალონიელებს გოლი საერთოდ არ გაუტანიათ.
კლუბში ყოფნის პირველი წელი ნოლიტოსთვის არც თუ ისე ადვილი იყო. ლუის ენრიკეს გუნდში მოხვედრისას მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და გუნდში ადაპტაციაც გაუჭირდა.
ქალაქის შეცვლასთან ერთად ნოლიტოს წონაში დაკლებაც მოუწია. 2008 წლის ივნისში იგი 77 კილოს იწონიდა. ეს კი 172 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელისთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის. წონაში დაკლება იყო საუკეთესო გზა, რომ ნოლიტოს საკუთარი სისწრაფე ნათლად წარმოეჩინა. “ბარსას” სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი წონა რეკომენდირებულზე მეტი იყო და გადაწყვიტეს, რომ მისთვის სპეციალური დიეტა დაენიშნათ. ანდალუსიელი ფორვარდს დიეტის დასაცავად პირველ რიგში ბოსტნეულის, თევზეულობისა და მაკარონის ჭამა უწევდა. პროგრესი ყოველ კვირას იგრძნობოდა…
ეს ფეხბურთელი ლუის ენრიკეს გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშნველობის გახლდათ. მან მოახერხა და 77 კილოდან 67–ზე ჩამოვიდა. ეს იყო იდეალური წონა იმისათვის, რომ ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობები ყველასთვის ეჩვენებინა.
მესამე წელს, ანუ ახლა, ყველაფერი რიგზეა. ნოლიტო “სეგუნდა დივიზიონის” ერთ–ერთი ლიდერია და ჯონათან სორიანოსთან ერთად “ბარსა ბ”–ს წარმატების მოტანაში ეხმარება.
ნოლიტოს ასეთი თამაში შეუმჩნეველი არავის არ დარჩენია. ევროპის ტოპ კლუბები: “ლივერპული”. “ფიორენტინა”, “მონაკო”, “ბენფიკა”, “პანათინაიკოსი” და მოსკოვის “სპარტაკი” არიან ის კლუბები, რომლებიც მისით დაინტერესდნენ. ამ კლუბებმა ნოლიტოს აგენტთან, ოსკარ ფონტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ანდალუსიელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2011 წლის 30 ივნისს ეწურება. ასე, რომ ამ რამდენიმე კვირის მანძილზე “ბარსა” მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ZqqNHPoTQ2w]
[media=http://www.youtube.com/watch?v=Z6aHPWqVsPA]
[media=http://www.youtube.com/watch?v=qaVPuAL7rME]
[media=http://www.youtube.com/watch?v=VaRVddo9wRY]