ალბა: "არიან ადამიანები, რომელთავ "ბარსელონას" დაზარალება სურთ"

ალბა: "არიან ადამიანები, რომელთავ "ბარსელონას" დაზარალება სურთ"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ განაცხადა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ზიანი კატალონიურ კლუბს მიაყენონ, იტყობინება ესპანური პრესა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფეხბურთელმა საუბრისას ასევე ხაზი იმასაც, გაუსვა, რომ "ბარსელონას" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვეა შეუძლია.

"როგორც ჩანს, შთაბეჭდილება იქმნება იმისა, რომ ჩვენ ყველა მატჩს არბიტრების დახმარებით ვიგებთ. არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ "ბარსელონას" შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენონ, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. იმისათვის, რომ ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ გავლიდერდეთ ამისათვის 3 ქულაა საჭირო, თუმცა ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ჩვენ სატურნირო ცხრილის შუაშვი ვიმყოფებით." - განაცხადა ხორდი ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.