“ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ გამოამჟღავნა ის ფაქტები, რაც მოხდა მისი და ლაპორტას შეხვედრაზე თავდამსხმელების შესაძლო ტრანსფერების თაობაზე. პრეზიდენტები საბოლოოდ შეთანხმდენ, რომ აჯობებდა ორივე თავდამსხმელის იმ კლუბში დარჩენა, სადაც არიან ამჟამად.
“ჩვენ ერთად ვისადილეთ და ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ იბრაჰიმოვიჩს სურდა “ბარსელონას” შემადგენლობაში შესვლა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი ინტერესები და ბოლოს შევთანხმდით, რომ უკეთესი იქნებოდა ჩვენ ჩვენი ფეხბურთელები დავიტოვოთ.” – განაცხადა მორატიმ Sky Sport Italia -სთან საუბარში.
“ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ფეხბურთელების მომავალზე, თუ რა აჯობებდა მათთვის და ვფიქრობ ჯობია ისევე დარჩეს ყველაფერი, როგორც არის. ლაპორტა არის ძალიან სასიამოვნო ადამიანი და ჩვენ ძალიან კარგი სადილი გვქონდა. იბრაზე საუბარი ყოველთვის იქნება, მაგრამ ვფიქრობ ის დარჩება.”
წყარო www.goal.com