ინგლისური ფეხბურთის და “არსენალის” ცოცხალმა ლეგენდამ ჯერმეინ დეფო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს – დავიდ ვილიას შეადარა, მისი აზრით დეფო ვილიას მსგავსი ფორვარდია.
“ბევრი ლაპარაკია ევროპის საუკეთესო თავდამსმელების შესახებ, განსაკუთრებით მიყვარს “ბარსელონას” თავდამსმელი დავიდ ვილია, მაგრამ ბულგარეთთან გატანილი ჰეთ-თრიკის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ დეფო ვილიასავით კარგი თავდამსმელია, ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია თუ რამხელა შრომაა საჭირო ამხელა შედეგის მისაღწევად, ჩემი ინფორმაციით ჯერმეინი ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობს, არ სვავს, უვლის თავის ფიზიკურ კონდიციებს და შედეგიც სახეზეა. მე მას პირველად შევხვდი, როდესაც “ვესტ-ჰემში” ჰარი რედნაპის მწვრთნელობის დროს გადმოვიდა, ერთ-ერთ ვარჯიშზე ჰარიმ ცალკე გამიხმო და მითხრა: “ეს ფეხბურთელი მინი იან რაითია”. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის უკეთესი ფეხბურთელია, დეფო ჩემზე უკეთესად ფლობს ბურთს და უკეთესადაც ურტყამს, ცხოვრებაში არ დამავიწყდება მისი “ექსტრა ვარჯიშები”, როდესაც ის “ვესტ-ჰემში” თამაშობდა, ვარჯიშის შემდეგ მას აკითხავდა დედა და მამობილი, რჩებოდნენ სამივე და ჯერმეინი კიდევ ერთი საათი ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებდა, მშობლების თანდასწრებით. სწორედ ასეთი უნდა იყოს ფეხბურთელი.”
ციტირებს 46 წლის შავკანიანი ფეხბურთის ლეგენდის სიტყვებს ინგლისური Sun.
ეს ინგლისელი ლეგენდის აზრია, ახლა კი ვეცდები დეტალურად დაგიხასიათოთ ორივე ფეხბურთელის სტატისტიკური მონაცემები, შეადერბა კი თვქენთვის მომინდია:
დავიდ ვილია

ასაკი: 28
პროფესიონალური სეზონების რაოდენობა: 9
თამაშების რაოდენობა: 400
გოლები: 249
საგოლე გადაცემები: 36
კარში დარტმები: 835
ყვითელი ბარათები: 41
წითელი ბარათები: 5
ტიტულები:
“რ ე ა ლ ს ა რ ა გ ო ს ა”
ესპანეთის სამეფო თასი – 2004
ესპანეთის სუპერთასი – 2004
“ვ ა ლ ე ნ ს ი ა”
ესპანეთის სამეფო თასი – 2008
“ბ ა რ ს ე ლ ო ნ ა”
ესპანეთის სუპერთასი – 2010
ე რ ო ვ ნ უ ლ ი ნ ა კ რ ე ბ ი
ევროპის ჩემპიონი – 2008
მსოფლიოს ჩემპიონი – 2010
ჯერმეინ დეფო

ასაკი: 27
პროფესიონალური სეზონების რაოდენობა: 11
თამაშების რაოდენობა:380
გოლები:140
საგოლე გადაცემები: 31
კარში დარტმები:915
ყვითელი ბარათები: 41
წითელი ბარათები: 4
ტიტულები:
არ აქვს.
წყარო: soccerway.com და soccernet.com