ლიონელ მესი გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამ ინფორმაციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული გამოცემა France Football ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის დათვლებით, 2014 წელს მესის შემოსავალმა 65 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი რონალდუს შემოსავალს 11 მილიონით აღემატება. მე-3 ადგილზე, 36.5 მილიონი ევროთი, ნეიმარი მოდის.
შემოსავლებში გათვალისწინებულია როგორც ხელფასი, ასევე სპონსორებისგან მიღებული სარგებელიც.
მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი – €65.000.000
2. კრიშტიანუ რონალდუ – €54.000.000
3. ნეიმარი – €36.500.000
4. ტიაგუ სილვა – €27.500.000
5. რობინ ვან პერსი – €25.600.000
6. გარეთ ბეილი – €23.800.000
7. უეინ რუნი – €22.500.000
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – €21.500.000
9. სერხიო აგუერო – €21.200.000
10. რობერტ ლევანდოვსკი – €20.200.000