კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვესმა, რომელიც ამჟამად კონფედერაციის თასისთვის ემზადება თქვა, რომ მისი თანამემამულე რობინიო იქნებოდა კარგი შენაძენი კატალონიელებისთვის.
“მე თუ ვინმე მკითხავს ვინ მოვიყვანო გუნდშიო, ვეტყოდი ყველა ჩემი ქვეყნის ნაკრებიდან, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობ ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესოდ მოერგებოდა და შეეწყობოდა გუნდს რობინიოა. ” -განაცხადა ბრაზილიელმა abril.com.br. -თან ინტერვიუში.
კაკასა და კრიშტიანო რონალდოს მადრიდის “რეალში” გადასვლასთან დაკავშირებით ალვეშმა ასეთ კომენტარი გააკეთა: “ამის გამო არ უნდა ვინაღვლოთ. ჩვენ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ჩვენ კლუბზე და ვფიქრობ უკეთესად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი კლუბი არის საუკეთესო. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ.”
“ნათელია, რომ ჩვენ მადრიდელებივით დიდ ტრანსფერებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენი კლუბი არის ძლიერი და იქნება.” -დაასრულა ალვეშმა.
წყარო www.sport.es