"ჯენოა" და "იუვენტუსი" მარკესით დაინტერესდნენ

"ჯენოა" და "იუვენტუსი" მარკესით დაინტერესდნენ

 შეიძლება ითქვას, რომ რაფა მარკესს უკვე ნახევრად გადაწყვეტილი აქვს "ბარსელონას" დატოვება და როგორც ჩანს, მისი კარიერა იტალიაში გაგრძელდება.

 რაფა მარკესმა უკვე სთხოვა "ბარსას" ტრანსფერზე დაყენება, რათა მომავალ სეზონში მაინც ჰქონდეს უფრო მეტი პრაქტიკა სხვა კლუბში. მაღალი კონკურენციისა და მექსიკელის არც ისე კარგი ფორმის გამო, პეპ გვარდიოლას მოუხდა მარკესის სათადარიგოთა სკამზე დასმა და ასე გრძელდებოდა მთელი სეზონი. რაფას კლუბის დატოვება სურს და "ბარსელონა" ეცდება 31 წლის მცველში, რომელსაც კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, ხუთიდან შვიდ მილიონამდე ევრო მაინც აიღოს. ახლა საკითხავი ისაა, თუ სად წავა მექსიკელი. უპირატესობა მიანც იტალიას ენიჭება. "იუვენტუსი" და "ჯენოა" ეცდებიან მარკესის ყიდვას. ორივე ამ კლუბს ნამდვილად სურს გამოცდილი მცველის შეძენა.

 "ბარსელონა" ალბათ უახლოეს მომავალში მიიღებს შემოთავაზებებს და მარკესიც მზად არის მათ განსახილველად, მაგრამ ჯერჯერობით რაფა თავს იკავებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან. მექსიკელის თქმით ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება, რაც არდადეგების შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდება.

 "ჩემი მომავალი გაურკვეველია და არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. ამ წუთში არაფერი არ ვიცი. "ბარსელონასთან" ორწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და სანამ კლუბთან არ გავარკვევ ურთიერთობებს, მანამდე "ბარსას" ფეხბურთელად დავრჩები. ბევრი იწერება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა ვისვენებ და ჯერ არაფერი არ მაინტერესებს. არ ვიცი დავრჩები თუ არა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან "ბარსელონაში" საოცარი კარიერა მქონდა და მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შემეძლო." - აცხადებს "ბარსას" ოთხიანი.

 რაფა მარკესის მომავალი გაურკვევლობაშია, მაგრამ ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს: იტალიაზე, სადაც ძალაინ სურთ მექსიკელის ნახვა და იტალიური პრესა მოუთმენლად ელოდება მოვლენების განვითარებას. მათი აზრით, ყველაფერი ბოლო რამდენიმე საათში გადაწყდება.

 საბოლოო გადაწყვეტილება რაფა მარკესზეა. იგი გადაწყვეტს რა არის უკეთესი მისთვის და რომელ კლუბში გადავა, მაგრამ გარკვეულ წილად კლუბზეც იქნება დამოკიდებული მექსიკელი მცველის ბედი. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ვნახოთ, რა ფერის მაისურით იასპარეზებს რაფა მარკესი მომავალ სეზონში.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.