“ბარსელონამ” კიდევ ერხელ გამოხატა ფრანგი ფრენკ რიბერისადმი ინტერესი, თუმცა მისი გადმობირება მაინც დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
“ბაიერნის” აზრით რიბერი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტიანმა “ბაიერნს” ოფიციალურად შესთავაზა 40 მილიონი რიბერიში, მაგრამ ამ ტრანსფერში ალექსანდრ გლები არ შედის.
ახლა ყველაფერი მიუნხენელებზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას, რადგან რიბერის აგენტმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თუ კაკა 67 მილიონი ღირდა და ეს თანხა მიმა მომავალმა კლუბმა გადაიხადა, მაშინ რიბერის მინიმალური ფასი 50 მილიონი უნდა იყოსო.
ფრანგის გარდა “ბარსელონა” “ლივერპულის” არგენტინელი ნახევარ-მცველი, ჩავიერ მასკერანოთია დაინტერესებული და მასში 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
წყარო www.sport.es