მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ლიონელ მესის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელი ყოველთვის კატალონიურ კლუბში ითამაშებს.
“რა ღირს მესი? 250 მილიონი ევრო? ვფიქრობ, ის ყოველთვის “ბარსელონაში” იქნება.
თუ ლიონელის მამა ვიქნებოდი, მას ყოველთვის ვეტყოდი: “ბარსელონაში” დარჩი. ამ ქალაქში ყველას უყვარხარ.” მესი მეორე ასეთ კლუბს ვერ იპოვის.” – აცხადებს რუმენიგე.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ადიდასი” მესის “ბარსელონადან” წასვლაზე იზრუნებს.