“Sport”-ი ამაყია იმით, რომ შეუძლია წარმოადგინოს ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული გუნდთან ერთად. ამ ადამიანმა სეზონი დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობით და დაასრულა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებით და ფინალში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესოს წოდებით. იგი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო გუნდის მიერ ტრიპლეტის შესულების. ის დაასახელეს ასევე იმ 5 ფეხბურთელს შორის, ვინც “ფიფა” -ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. ის მხოლოდ ამ ფეხბურთელებს ჩამორჩა: რონალდო, მესი, ტორესი და კაკა. მან კარიერის განმავლობაში 9 ტიტულის მოგება მოახერხა “ბარსელონასთნ” ერთად. აქედან – 2 ჩემპიონთა ლიგა, – 4 პრიმერა დივიზიონი, – 1 კოპა დელ რეი და – 2 ესპანეთის სუპერ თასი. მანამდე ამდენი ტიტული არავის არ ჰქონდა მოგებული. მას ფეხდაფეხ მიყვებიან თანამემამულეები: პუიოლი და ინიესტა, რომელთაც 8 ტიტული აქვთ მოგებული “ბარსას” მაისურით. მისი პირველი ტიტული იყო ლუის ვან გაალი ხელმძღვანელობით მოგებული 1998-99 წლების ლა ლიგის სეზონი. კლუბის ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანებს შეუძლით თქვან, რომ უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული. მაგალითად ასეთ არის ჩიკი ბეგირისტაინი, რომელმაც სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აქედან ფეხბურთელობის დროს 1 – უემბლის ფინალში და სპორტული დირექტორობის დროს 2 – რომის და პარიზის ფინალში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე აშკარაა უკვე ვისზე ვსაუბრობთ, მაგრამ თუ კიდევ ვინმე დარჩა ვინც ვერ ხვდება ვინ არის ეს ადამიანი, ვეტყვი რომ ეს ჩავი ერნანდესია, რომლის თამაში სამაგალითოა ყველა ფეხბურთელისთვის.
როგორ გრძნობთ თავს კლუბის ისტორიაში პირველი ტრიპლეტის მოგების შემდეგ?
საოცრად. ჩვენ უდიდესი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ სეზონის შემდეგ. დაუჯერებელია ბედნიერებისგან რომ არ ავფეთქდი. ჩვენ ისეთი რამ გავაკეთეთ, რომელზეც მუდამ ისაუბრებენ და რომელიც შეიძლება აღარც კი განმეორდეს რამდენიმე წლის განმავლობაში.
რა ფაქტი შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რაც ამ ბოლო თვეში მოხვდა?
ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ ვიტყვი რომ არასოდეს მინახავს ქუჩაში ამდენი ხალხი, როგორც ახლაა.
რას იტყოდით ფეხბურთზე?
ამ სეზონში ძლიან დამამახსოვრდა ორი ფაქტი. ბერნაბეუზე მოგებული 6-2 და ინიესტა გოლი “ჩელსის” კარში, რომლემაც ლიგის ფინალის საგზური მოგვიტანა.
იყო ეს სეზონი ყველაზე სასიამოვნო?
ეჭვის გარეშე. არასოდეს მქონია ასეთი სასიამოვნო სეზონი, თითქმის ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ის წელი, როდესაც ჩვენ პარიზის ფინალი მოვიგეთ, მაგრამ მე იმ პერიოდში ტრავმა მაწუხებდა.
ტრიპლეტი შესარულეთ, ახლა?
გავაგრძელოთ მატჩების მოგება და ტიტული შევიუნარჩუნოთ, არ ვაპირებთ ამ ტრიპლეტზე შეჩერებას. ესაა ჩვენი მიზანი. ფანებმაც იციან, რომ ჩვენ არ დავკმაყოფილდებით მიღწეულით და გავაგრძელებთ ისტორიის შექმნას. ფართი გრძელდება.
ეტო’ოსთან ერთად გუნდში…?
ჩემთვის ეს ფეხბურთელი საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში. ჩემთვისაც და გუნდისთვისაც კარგი იქნება რომ დარჩეს.
და ფორლანი?
დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის კეთილ-განწყობილი დავხვდები. ფორლანიც ასეთებს მიეკუთვნება.
ჩავი იყო კარიერის პიკში ამ სეზონში?
არა მგონია. მე ჯერ კიდევ შემიძლია მოვუმატო და უფრო კარგი ფეხბურთი ვაჩვენო.
ვთქვა თქვენ მიიღეთ ოქროს ბურთი…?
ჩვენ გვყავს გუნდში ფეხბურთელი, რომელიც ამ ტიტულის ტარების ღირსია. ეს ადამიანი მესია.
რთული მეტოქე
რას ხედავთ ფლორენტინო პერესის “რეალში” დაბრუნებით?
“რეალი” ყოველთვის ძლიერი იყო, არ აქვს მნიშვნელობა გუნდში პერესი იქნება თუ არა. ნამდვილად რთული იქნება მისი დამარცხება. მათ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოყავთ, უბრალოდ არ შეიძლება არ მოგეწონოს.
მაგრამ ხანდახან ძალა არ არის წარმატების გარანტია….
ეს ნათელია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაშენებდით გუნდს და ბოლოს, მართალია ტანჯვით, მაგრამ მაინც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დავასრულეთ. ჩვენ გვაქვს სხვა იდეები, თამაშის ფილოსოფია, ტალანტი და ხანდახან იღბალიც. სხვადასხვა პროექტი დიდ მოთმინებას და დროს მოითხოვს. ბევრი კლუბისთვის ეს ძლიან რთულია და დიდი ხნის განმავლობაში შეუსრულებელი. საჭიროა სიწყნარე, ნდობა და ტალანტი.
და “რეალს” აქვს ეს ყველაფერი?
ყველაფრის თავიდან აღდგენა და დაწყება დიდ დროს მოითხოვს. პრობლემა ისაა, რომ ბევრი გუნდი ცდილობს წინ წაწევას და სხვასთან მიახლოვებას.
ახლა “რეალის” შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ სეზონში პატარა მერყეობა ემჩნევა….
შეიძლება ასეთად კასილიასი ჩავთვალოთ, მაგრამ დაუწერელი კანონია რომ ჩვენს შორის ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს ვინმეს.
მე ვხედავ პერპექტივას, შეგიძლიათ თქვენც წარმოიდგინოთ, რისი მოტანა შუძლია გინდისთვის პეპ გვარდიოლას?
თუ ის მოვიდა შენთან და გეუბნება რამეს, უბრალოდ უნდა მოუსმინო და იფიქრო. პეპი ძალიან მგზნებარე ადამიანია. მას უამრავი აზრი აქვს. იგი გუნდს აძლევს ყველაფერს რისი მიცემაც შეუძლია.
ახლა რონალდინიოს და დეკოს შესახებ…
ეს ისტორიაა, თუმცა მე ვფიქრობ, ეს იყო უსამართლობა. რონალდინიო მთავარი მოქმედი პირი იყო 2005-2006 წლების სეზონის წარმატებაში და დეკო ჩვენთვის ძლიან ბევრს ნიშნავდა.
რას ფიქრობთ მთელი მსოფლიოს შეხედულობაზე დღევანდელ ფეხბურთთან დაკავშირებით?
ვფიქრობ კარგია, როდესაც ქება-დიდებას არ აკლებენ შეტევით ფეხბურთს. ჩვენ გვჯერა შეტევითი ფეხბურთი მომავალშიც ბევრჯერ მოგვცემს საშუალებას მოგების.
ხომ არ წუხთ იმის გამო, რომ მომავალ სეზონში იქნებით ძალიან დატვირთულები?
ეს ჩვენი პროფესიაა. კარგად მოვემზადებით ამისთვის.
რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ტიტული?
ყველა, თუმცა მე უნდა ვთქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდოდა ყველაზე მეტად, რადგან წინა ფინალში, სადაც ჩვენი გუნდი მონაწილეობდა მე ტრავმირებული ვიყავი.
ხართ თუ არა ლეგენდა ტიტულების მოგროვებაში?
ვფიქრობ კიდევ შემიძლია მეტის მოგება და ფანების გახარება.
წყარო www.sport.es