“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, თავის თანამემამულეებს მომავალი დღესასწაულები მიულოცა და 500 საშობაო საჩუქარი გაუგზავნა ბავშვებს, რომლებიც მონტევიდეოს საავადმყოფოში მკურნალობენ.
“მინდა ბედნიერი შობა და 2015 წელი გისურვოთ თქვენს ახლობლებთან ერთად. ლუის სუარესი და მისი ოჯახი.” – აწერია თითოეულ სასაჩუქრე კომპლექტს ურუგვაელი ფეხბურთელისგან.
როგორც ურუგვაული გამოცემა El Observador იტყობინება, “სანტა კლაუსმა” ავადმყოფ ბავშვებს საჩუქრები სუარესის სახელით გადასცა.