მარადონა: "თუ მუნდიალს ვერ მოვიგებთ, ამაში დამნაშავე მესი არ იქნება"

მარადონა: "თუ მუნდიალს ვერ მოვიგებთ, ამაში დამნაშავე მესი არ იქნება"

ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ თუ მისი ქყვეყნის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ვერ შეძლებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ ლიონელ მესის არ დაეკისრება, რომელიც ნაკრების ლიდერად ითვლება.

"მე არგენტინის ნაკრების მატჩები არ მინახავს მას შემდეგ, რაც მისი მწვრთნელობა მივატოვე. ერთადერთი, რაც შემიძლია ნაკრებზე ვთქვა არის ის, რომ თუ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, ამაში მესის ვერ დავადანაშაულებთ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლეო ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშებს", - განაცხადა მარადონამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.