კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის ესპანელი მცველის, მარტინ მონტოიას მიმართ ინტერესს ინგლისური “ლივერპული” იჩენს. გავრცელებულ ინფორმაციას ბრიტანული პრესა ადასტურებს. იტყობინება, Skysports.
“წითლები” თვლიან, რომ კატალონიური კლუბის აღზრდილ ესპანელ ფეხბურთელს შეუძლია გუნდში ვეტერანი გლენ ჯონსონი ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი “ლივერპულის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს.