workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის მამა: “ლეო “ბარსელონაში” ყველაფრით კმაყოფილია”

მესის მამა: “ლეო “ბარსელონაში” ყველაფრით კმაყოფილია”

ლიონელ მესის მამა ხორხე მესი არგენტინელი ფეხბურთელის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს ეხმიანება.

“დღესდღეობით, ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენი მიზანი “ბარსელონაში” დარჩენაა, მაგრამ ხალხს ხაზებს შორის კითხვა უყვარს.

ლეო ყველაფრით კმაყოფილია. წასვლაზე არ ვფიქრობთ. თუ “ბარსელონა” მოვა და გვეტყვის, რომ კლუბმა წინადადება მიიღო და მესის გაყიდვა იგეგმება, ამ ვარიანტს განვიხილავთ. თუმცა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.” – განაცხადა ხორხე მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მესიმ “ბარსელონადან” წასვლა არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward