ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე კატალონიის “ბარსელონას” ჰოლანდიური კლუბი “აიაქსი” “ამსტრედამ არენაზე” უმასპინძლებს. სავარაუდოდ, აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ ლუის სუარესს. ამ უკანასკნელმა ფეხბურთის ქომაგთა ყურადღება სწორედ ამსტერდამში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ მოიპოვა. ურუგვაელი “აიაქსის” რიგებში 2007 წლიდან 2010 წლამდე ირიცხებოდა და 159 შეხვედრაში 111 გოლის გატანა შეძლო.
ერედივიზიონიდან ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში გადაინაცვლა და “ლივერპულთან” გააფორმა კონტრაქტი. “ანფილდზე” მან სამი სეზონის განმავლობაში იასპარეზა, რის შემდეგაც “ბლაუგრანას” მაისური მოირგო. სავარაუდოდ, სწორედ ოთხშაბათს შედგებმა ჩემპიონთა ლიგაზე მისი, როგორც “ბარსელონას” ფეხბურთელის დებიუტი.