”ბარსას” 10 ოფიციალურ მატჩში გვარდიოლამ გამოიყენა 10 განსხვავებული სქემა, რომელშიც მონაწილეობა 24 ფეხბურთელმა მიიღო: 18 ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან და 6 ფილიალიდან. ამ სეზონში არავის ექნება უთამაშებლობის პრობლემა. სეზონი გრძელი იქნება, რაც გვარდიოლას აიძულებს თამაშში ყველა ფეხბურთელი ჩართოს, მათ შორის კანტერანოები.
ადაპტაციის შესაძლებლობები
ესპანეთის სუპერთასის ორ თამაშში ”სევილიასთან” გვარდიოლამ მსოფლიოს ჩემპიონები ”პორციებად” გამოიყენა. ზოგიერთი მათგანი არ იყო ნავარჯიშები გუნდთან ერთად, ამიტომ პირველ თამაშში პეპმა გამოიყენა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები, მეორეში მსოფლიოს ჩემპიონები და ესპანეთის სუპერთასი ”ბარსას” დარჩა. საერთო ჯამში პეპმა 24 ფეხბურთელი გამოიყენა. 18 ძირითადი გუნდის და 6 ფილიალის: მინიო, ტიაგო ალკანტარა, ჯონათან დოს სანტოსი, ორიოლ რომეუ, სერხი გომესი და ნოლიტო. მხოლოდ პინტოს არ უთამაშია ამ სეზონში. სუპერთასის მატჩის დროს მას ტრავმა ჰქონდა.
11 საუკეთესო
სათამაშო დროის დათვლის მიხედვით შეგვიძლია 11 საუკეთესო ფეხბურთელის გვარი გავიგოთ. ვალდესი (695) კარებში, ალვეში (875), პიკე (781), მაქსველი (700), აბიდალი (558) დაცვაში, ბუსკეტსი (655), ჩავი (646), ინიესტა (763) ნახევარდაცვაში, პედრო (656), მესი (596) და ვილია (623) თავდასხმაში.