პედრო: "მინდა, რომ მოედანზე უფრო ხშირად გავიდე"

პედრო: "მინდა, რომ მოედანზე უფრო ხშირად გავიდე"

კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის ესპანელი თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ მას კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰყოფნის. 

"გუნდი კარგ შედეგს აჩვენებს და პროგრესირებას განაგრძობს. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ მოედანზე უფრო ხშირად გავსულიყავი, მაგრამ მთავარი - გუნდის წარმატებებია. მწვრთნელმა მომცა შესაძლებლობა, რომ თავი უფრო ხშირად გასვლით მატჩებში გამომეჩინა, მე უნდა ვიბრძოლო, რადგან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შესაძლებლობა გამოვიყენო. მიუხედავად ყველაფრისა კი, მე ვგრძნობ ჩემს აუცილებლობას კლუბში და მსურს "ბარსელონაში" გამოსვლა განვაგრძო." - განაცხადა, პედრომ.

ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მის ადგილზე ეროვნულ ნაკრებში.

"საჭიროა მსოფლიო ჩემპიონატის გვახსოვდეს. ძალიან რთულია ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, თუ კლუბში ჩემთვის სათამაშო პრაქტიკის რაოდენობა მცირდებოდა, მე დელ ბოსკესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა." - დაასრულა, ფეხბურთელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.