ვინ შეუშლის ხელს მესისა და რონალდუს “ოქროს ბურთის” აღებაში

ვინ შეუშლის ხელს მესისა და რონალდუს “ოქროს ბურთის” აღებაში

შესაძლებელია თუ არა 2014 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე დასრულდეს მესისა და რონალდოს ჰეგემონია? წარმოგიდგენთ ბუქმეიქერების ფავორიტებს პრესტიჟული ჯილდოს მიღებაზე.

ბუქმეიქერებისა და ანალიტიკოსების აზრით “ოქროს ბურთის” დაჯილდოება, რომელიც გაიმართება 2015 წლის იანვარში, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე დამაინტრიგებელი შეიძლება გახდეს. პირველად 6 წლის შემდეგ მდევრები საკმაოდ მიუახლოვდნენ მესისა და რონალდოს, რათა დაამხონ მათი ჰეგემონია, მაგრამ ისინი მაინც მთავარ ფავორიტებად ითვლებიან.

ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 3,25

კი: მოკლე პასისა და კომბინაციური ფეხბურთის მოყვარულთათვის მესი მთავარი კანდიდატია. არგენტინელისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “ოქროს ბურთის” გადაცემამ ბევრი კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ ტურნირის დასაწყისი მესიმ შესანიშნავად ჩაატარა. შეიძლება ის არ იყო ისეთივე კარგი, როგორც ადრე, მაგრამ იმ მიზეზით, რომ მოწინააღმდეგეები მის გასაჩერებლად მაქსიმალურ ძალებს ხარჯავდნენ და უფრო კომპაქტურად ეთამაშებოდნენ.

არა: როგორც ჩანს, მესის ჩაუქრა უწინდელი ნაპერწკალი. მან ვერ შეძლო წარმოეჩინა თავი მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე და ასევე წელს არ მოუგია არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული.

კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) – 3,75

კი: რონალდუმ ჩაატარა ყველაზე კაშკაშა სეზონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, გაიტანა რა 17 გოლი. მიუხედავად “რეალის” არასახარბიელო გამოსვლისა ესპანეთის ჩემპიონატში, იგი მეორედ გახდა საუკეთესო ბომბარდირი მატჩში გატანილი საშუალოდ 1 გოლზე მეტი მაჩვენებლით.

არა: ფეხბურთი – გუნდური თამაშია. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუს ფიასკოში ბევრი შემამსუბუქებელი ფაქტორია, მაგრამ ეს ფაქტორები ბოლომდე მაინც არ ამართლებენ მას. ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მხოლოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი არაგადამწყვეტი გოლის შემდგომი ემოციური აღნიშვნით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

თომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 11,0

კი: 24 წლის ასაკში მიულერი გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, ვინც შეძლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე გაეტანა არანაკლებ 5 გოლისა. მისმა გუნდურმა მუშაობამ, გოლის ალღომ და საქმისადმი ერთგულებამ მის ნაკრებს მუნდიალის ოქროს მედლები მოუტანეს.

არა: მაინც რთულია საუკეთესო ფეხბურთელი უწოდო თომასს მის გუნდშიც კი. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მისი 5 გოლიდან 3 სასტარტო მატჩზე პორტუგალიის წინააღმდეგ მოდის.

არიენ რობენი (“ბაიერნი”, ჰოლანდია) – 13,0

კი: რობენმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ჰოლანდიის ნაკრები მიიყვანა ბრინჯაოს მედლებამდე, გახდა რა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

არა: ძნელია დაივიწყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალისგან” მიღებული დამცირება, ასევე ჰოლანდიის ნაკრებმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით 1 ნაბიჯით უკან დაიხია.

ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია) – 17,0

კი: მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარმა საბოლოოდ გადააბიჯა ზღვარს იმედისმომცემ ახალგაზრდასა და ნამდვილ ვარსკვლავს შორის. “ბარსელონაში” დაწყებული არასტაბილური სეზონის შემდეგ ის თანდათანობით ასრულებს ადაპტაციის ეტაპს.

არა: საეჭვოა ფატალურად დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩი საკმარისი იყოს “ოქროს ბურთის” მოსაგებად.

ბუქმეიქერების ათეულში ასევე შევიდნენ: მანუელ ნოიერი (18), ფილიპ ლამი (21), ბასტიან შვაინშტაიგერი (34), გარეთ ბეილი (34) და ხამეს როდრიგესი (34).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია