FIFA-მ “ბარსელონას” საჩივარი არ დააკმაყოფილა და სანქცია, რომელიც კატალონიელებს ტრანსფერების განხორციელებას უკრძალავს, ძალაში დარჩა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატების წესების დარღვევის გამო, FIFA-მ “ბარსელონას” ფეხბურთელების ყიდვა 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აუკრძალა. კატალონიელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სანქციის მოქმედებამ გადაიწია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საჩივარმა შედეგი ვერ მოიტანა. ამის მიუხედავად, “ბარსას” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატების უფლება ექნება. სასჯელი ძალაში 2015 წლის ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრებს შეეხება. კატალონიელებს ფეხბურთელების კვლავ დამატება 2016 წლის იანვრიდან შეეძლებათ.
უკვე ცნობილია, რომ “ბარსელონას” გადაწყვეტილების სპორტულ არბიტრაჟში გასაჩივრებას აპირებს.