14 წელი პუიოლის დებიუტიდან

14 წელი პუიოლის დებიუტიდან

დღეს კარლეს პუიოლის დებიუტიდან 14 წელი გავიდა. ცენტრალურმა მცველი პირველი მტაჩი გასვლაზე, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ 1999 წლის 2 ოქტომბერს ჩაატარა. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩის 56–ე წუთზე სიმაოს ნაცვლად შეუშვა მოედანზე. ის თამაში ფეხბურთელმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა. კლიუვერტისა და რივალდოს გოლების წყალობით კატალონიელებმა 2–0 დაამარცხეს სტუმრები.

პუიოლს "ბარსელონას" მაისურით 387 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. ამ წლების განმავლობაში კი მან შემდეგი ტიტულების მოპოვება შეძლო: ლა ლიგა (2004–05, 2005–06, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2012-2013), ესპანეთის სამეფო თასი (2008-09, 2011-12), ესპანეთის სუპერ თასი (2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013), ჩემპიონთა ლიგა (2005-06, 2008-09, 2010-11), ევროპის სუპერ თასი (2009, 2011), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2009, 2011).

 [media=http://www.youtube.com/watch?v=Pjv-ENK_rfo]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.