კრუიფი: "ჯერ გაუგებარია, მოერგება თუ არა ნეიმარი "ბარსელონას" თამაშს"

კრუიფი: "ჯერ გაუგებარია, მოერგება თუ არა ნეიმარი "ბარსელონას" თამაშს"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იოჰან კრუიფმა კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" შემტევ, ნეიმარისა და ლიონელ მესის დუეტზე და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მათი ურთიერთქმედება მოედანზე არ გამოდის. 

"მე არასოდეს მითქვამს, რომ ნეიმარი - ცუდი ფეხბურთელია. საქმე იმაშია, თუ როგორ მოერგება იგი "ბარსელონას" სტილს და გუნდის თამაშს. ნეიმარი და მესი - შემტევი ფეხბურთელები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ რომელიმე მათგანმა, აუცილებლად უნდა შეასრულოს მინიმალური დაცვითი ფუნქციები და ეს შესაძლოა პრობლემა გახდეს. "ბარსელონა" - ეს ის გუნდია, სადაც ფლანგის მოთამაშეები უდიდეს სამსახურს ასრულებენ გუნდისათვის, თუმცა ნეიმარი ჯერჯერობით არ არის მსგავსი "მუშა ცხენი", როგორიც პედრო და ტელიოა." - განაცხადა, კრუიფმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.