workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუადრადო თავის მომავალს „ფიორენტინას“ პრეზიდენტთან პარასკევს განიხილავს

კუადრადო თავის მომავალს „ფიორენტინას“ პრეზიდენტთან პარასკევს განიხილავს

“ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრადო იტალიურ კლუბში, თავის მომავალთან დაკავშირებით გატაწყვეტილების მიღებას აპირებს.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “იისფერების” პრეზიდენტთან, ანდრეა დელა ვალესთან შეხვედრას პარასკევს გამართავს, იტყობინება El Mundo Deportivo.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” მზადაა კუადრადოში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს ბონუსებთან ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი – 40 მილიონი ევრო და ბონუსები, ხოლო “ფიორენტინა” 50 მილიონ ევროს ითხოვს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ “ბარსელონა” ახლოსაა იმასთან, რომ უარი განაცხადოს ფეხბურთელის შეძენის იდეაზე, მისი ძალიან მაღალი ღირებულების გამო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward